ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს ცხინვალმა “მოქალაქეობა” მისცა

17 დეკემბერი, 2020 • 837
დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს ცხინვალმა “მოქალაქეობა” მისცა

რამდენიმე დღის წინ რუსი სამხედროების მიერ დაკავებულ მალხაზ ვანიშვილს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ “მოქალაქეობა” მიანიჭა, მის ორსულ ცოლს კი ქართულ მხარეს გადმოსცემს. ინფორმაცია ნეტგაზეთს სუს-ში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, ცხელი ხაზის მეშვეობით მათ მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაკავებულმა მალხაზ ვანიშვილმა ცხინვალს მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით მიმართა, რაც დააკმაყოფილეს, მისი ორსულ ცოლს კი დღის განმავლობაში თბილისს გადმოსცემენ.

მალხაზ ვანიშვილი საზღვრის კვეთის ბრალდებით რუსი სამხედროების მიერ აქამდე რამდენჯერმე იყო დაკავებული.   უკანასკნელად მალხაზ ვანიშვილი ცოლთან ერთად 2020 წლის აპრილში დააკავეს და მაისში გაათავისუფლეს.

მალხაზ ვანიშვილი ხურვალეთში, მავთულხლართების მიღმა მცხოვრები დათა ვანიშვილის შვილიშვილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი