ახალი ამბები

ემანუელ მაკრონს კორონავირუსი დაუდასტურდა

17 დეკემბერი, 2020
ემანუელ მაკრონს კორონავირუსი დაუდასტურდა

საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანულ მაკრონს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ დღეს, 17 დეკემბერს, მისმა ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია.

მათივე ცნობით, პრეზიდენტს Covid-19 სიმპტომების პირველი გამოვლენიდან მალევე PCR ტესტით დაუდასტურდა. განცხადებაში ასევე წერია, რომ პრეზიდენტი მომდევნო 7 დღე თვითიზოლაციის პირობებში გააგრძელებს მუშაობას.

BBC წერს, რომ ვირუსის გავრცელებიდან დღემდე საფრანგეთში კოვიდ-19 2 მილიონ ადამიანს ჰქონდა, მათგან 59 400 გარდაიცვალა. მიმდინარე კვირაში ქვეყანაში კომენდანტის საათი შემოიღეს ვირუსის მზარდი შემთხვევების შესაკავებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი