ახალი ამბები

ავტოავარიას იმერეთში შვილი და მშობლები ემსხვერპლნენ

17 დეკემბერი, 2020 • 876
ავტოავარიას იმერეთში შვილი და მშობლები ემსხვერპლნენ

ბაღდათი-ქუთაისის გზაზე ავტოავარიას ერთი ოჯახის 3 წევრი ემსხვერპლა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომობილი გზის სავალი ნაწიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

არსებული ინფორმაციით, დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები — 16 წლის მოზარდი და მისი მშობლები არიან.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.