საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის თქმით, პარლამენტში უკვე ინიცირებულია კანონპროექტების პაკეტი, რომელიც საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ არის მიმართული.
კობახიძის თქმით, კანონპროექტი ითვალისინებს სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტას და შეჩერებას იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს, ან რომელთა წარდგენით არჩეული დეპუტატები არასაპატიო მიზეზით აცდენენ პარლამენტის პლენარულ სხდომებს.
“აღნიშნული კანონპროქტის მიხედვით პარტიას, რომლის წევრებსაც შეუწყდებათ საპარლამენტო მანდატები, ან რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ. საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვილებების თანახმად, იგივე პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთეროდ დროით”, – განაცხადა კობახიძემ.
კანონპროექტთა პაკეტი ითვალისწინებს ცვლილებებს პარლამენტის რეგლამენტშიც, რომლის თანახმადაც, შრომის ანაზღაურება გაუნულდებათ დეპუტატებს, რომლებიც თვის განმავლობაში არცერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან.
ირაკლი კობახიძის თქმით, საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი მომავალი კვირის ბოლომდე დაამტკიცებს.
კითხვაზე, როგორც აისახება ეს კანონპროექტი უკვე ჩატარებული არჩევნების შედეგებზე, როცა კანონპროექტს უკუძალა ვერ ექნება, კობახიძე განმარტავს: “კანონპროექტის მიღების შემდეგაც შეუძლიათ პარტიებს განახორციელონ ისეთი ქმედება, რომელიც მათ შეუნარჩუნებს დაფინანსებას, აქედან გამომდინარე აქ უკუძალა აქტუალური არ არის”.
ამ თემაზე გირჩევთ:
რა შემთხვევაში გამოცხადდება რიგგარეშე არჩევნები – კობახიძე “ოცნების” პოზიციას ასაჯაროებს