ახალი ამბები

თურნავას თქმით, “თბილისი ენერჯი” კომპანიებისთვის გაზს არ გააძვირებს

17 დეკემბერი, 2020 • 992
თურნავას თქმით, “თბილისი ენერჯი” კომპანიებისთვის გაზს არ გააძვირებს

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ “თბილისი ენერჯი” კომპანიებისთვის გაზის კომერციული ტარიფს აღარ გააძვირებს. მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება კომპანიამ მთავრობასთან კონსულტაციის შედეგად მიიღო.

“თბილისი ენერჯისთან” არაერთი კომუნიკაცია გვქონდა და, რამდენადაც ჩვენ ვიცით, რადგან ეს რეგულირებადი ტარიფი არ არის, ამ ეტაზე ეს ტარიფი არ გადაიხედება”, – განაცხადა თურნავამ.

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, რას ნიშნავდა “ტარიფის არგადახედვა”, თურნავამ თქვა, რომ კომერციული გაზის საფასური არ შეიცვლება.

“ჩვენი კონსულტაციები ასე დასრულდა და ეს ინფორმაცია გვაქვს. შესაძლოა, ბიზნესს ხარჯები ეზრდებოდეს, თუმცა ხედავდეს, რომ ამავდროულად, მოსახლეობისა და ბიზნესების გადამხდელუნარიანობა კითხვის ქვეშ არის. არ არის მატივი წელი, რთული წელია. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ბიზნესი თუ უფრო მეტად ჩახედავს შიდა რესურსებს, ალბათ, შეძლებს ყოველთვის გაითვალისწინოს მომხმარებლის ინტერესები. ამ ეტაპზე ასეც მოხდა”, – აცხადებს თურნავა.

ნეტგაზეთი თბილისი ენერჯის დაუკავშირდა. კომპანიის პასუხის მიღებისთანავე მასალა მათი კომენტარით განახლდება.

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, 3 იანვრიდან არასაყოფაცხოვრებო აბონენტებს ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე 24 თეთთრით — 86 თეთრიდან 1.1 ლარამდე — გაეზრდებათ.

კომპანია ოფიციალურ განცხადებაში წერს, რომ ბოლო წლებში ეროვნული ვალუტის ცვლილებამ სერიოზული პრობლემები შექმნა დედაქალაქის გაზმომარაგების პროცესში:

„კომპანია ბუნებრივი გაზის შესყიდვას ახორციელებს აშშ დოლარში, ხოლო მომხმარებლებთან ბუნებრივი გაზის მიწოდებისას ანგარიშსწორებას ახდენს ლარში ფიქსირებული ფასით“.

მასალების გადაბეჭდვის წესი