შვედეთი 2021-2025 წლის თავდაცვის ბიუჯეტს 40%-ით ზრდის. შესაბამის გადაწყვეტილებას მხარი პარლამენტმა დაუჭირა.
ქვეყნი თავდაცვის მინისტრის თქმით, აღნიშნული ნაბიჯი უკავშირდება რეგიონში უსაფრთხოების მიმართულებით სიტუაციის გაუარესებას, რომელიც რუსეთის ქმედებების შედეგია.
პეტერ ჰულკვისტის თქმით, ეს შვედეთის თავდაცვისუნარიანობის ყველაზე მასშტაბური ზრდა იქნება უკანასკნელ 70 წელში და აღნიშნა, რომ შვედეთზე შეიარაღებული თავდასხმის გამორიცხვა არ შეიძლება.
შვედეთის მთავრობის განცხადებით, თუკი ასეთ თავდასხმას ადგილი ექნება, ის შეიძლება დაიწყოს მაღალი მნიშვნელობის სამოქალაქო და სამხედრო სამიზნეებზე შეტევით, საბოტაჟითა და “საკვანძო ფიგურების ლიკვიდაციით”, რის შემდეგაც აქტიურ საომარ მოქმედებებს და მის შედეგებს ლოკალურ თუ რეგიონულ დონეზე, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ექნება გავლენა.
“ჩვენ ვხედავთ უსაფრთხოების ახალ გარემოს და იმას, რომ ისინი (მოსკოვი) მზად არიან გამოიყენონ სამხედრო ძალა, რათა მიაღწიონ პოლიტიკურ მიზნებს”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა AP-თან საუბარში.
მისივე თქმით, ბიუჯეტი იზრდება იმ ახალი უსაფრთხოების სიტუაციის გამო, რომელიც შეიქმნა ‘საქართველოში რუსეთის აგრესიის, ყირიმის ანექსიის, უკრაინაში კონფლიქტის და ბელარუსში აქტივობების გამო”. ასევე, რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებს ზრდის არქტიკისა და ბალტიის ზღვის სივრცეში.
ინიციატივას მხარს უჭერს “შვედეთის სოციალ-დემოკრატიული მწვანე პარტია” , რომელიც მთავრობაში უმცირესობას წარმოადგენს, ასევე, ორი ოპოზიციური პარტია,-“ცენტრისტული პარტია” და “ლიბერალები”.
რეფორმის განხორციელების შემთხვევვაში, თავდაცვის მიმართულებით შვედეთი 27 მილიარდ კრონას დახარჯავს, რაც 3.1 მილიარდი აშშ დოლარია. ამჟამად ქვეყანა, რომელიც ნატოს წევრი არ არის, თავდაცვაზე მშპ-ის 1.1%-ს ხარჯავს.








