ახალი ამბები

არ მგონია მორალურად სწორი, ის აკონტროლო, ვინც შენი საქმე გადაიბარა — წულუკინი

15 დეკემბერი, 2020 • 809
არ მგონია მორალურად სწორი, ის აკონტროლო, ვინც შენი საქმე გადაიბარა — წულუკინი

იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც ახლა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის თავმჯდომარეა, განმარტავს, რატომ დაინიშნა აღნიშნულ კომიტეტში და არა იურიდიულში.

მისი თქმით, იურიდიულ კომიტეტში მისი დანიშვნა მორალურად არასწორი იქნებოდა, რადგან ყოფილ იუსტიციის მინისტრს მისი შემცვლელი უნდა ეკონტროლებინა. როგორც ის ამბობს, ახალი სახეების დროა, რომელთაც მეტი თავისუფლება სჭირდებათ.

“ახალი სახეების დროა. 8 წელი საკამრისი პერიოდია. მე ვფიქრობ, მიუხედავად ძალიან ბევრი გამოწვევისა, იუსტიციის სამინისტრომ მინისტრისა და ჩემი გუნდის ძალიან დიდი შრომის შედეგად ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწია. რატომ ეს კომიტეტი და არა იურიდიული კომიტეტი? — მე არ მგონია მორალურად სწორი, რომ ადამიანმა, რომელმაც მართე 8 წლის განმავლობაში იუსტიციის სამინისტრო, ახლა დაჯდე დარგობრივ კომიტეტში, უჭვრიტინო იმ ადამიანს და აკონტროლო ის ადამიანი, რომელმაც შენი საქმე გადაიბარა. იმას, ვინც იქნება იუსტიციის მინისტრი, სჭირდება თავისუფლება და თავისი ხედვის განხორციელება. გამორიცხულია, მას დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარედ ეჯდეს ვინმე წულუკიანი, რომლის სუნთქვასაც გრძნობს კეფაში”, — განაცხადა წულუკიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი