ახალი ამბები

პაპუაშვილი განათლების კომიტეტში წულუკიანის პირველ მოდგილედ აირჩიეს

15 დეკემბერი, 2020 • 1089
პაპუაშვილი განათლების კომიტეტში წულუკიანის პირველ მოდგილედ აირჩიეს

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს. შალვა პაპუაშვილის კანდიდატურა კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა წარადგინა და მას კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

კომიტეტის სხდომაზე წულუკიანმა ხაზი გაუსვა პაპუაშილის, როგორც იურისტის, შესაძლებლობებს და აღნიშნა, რომ მისი და პაპუაშვილისნაირი ხალხის კომიტეტში ყოფნა ნიშნავს, რომ განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტი სხვა კომიტეტების მიერ შემუშავებულ პროექტებზე არ უნდა მუშაობდეს და მხოლოდ აზრს არ უნდა გამოთქვამდეს.

“რატომ ბატონი შალვა? არამხოლოდ იმიტომ, რაც ვთქვი. ჩვენ ვიმსჯელეთ და შევთანხმდით იმაზე, რომ ამ კომიტეტმა უნდა აჩვენოს მაღალი ხარისხი საკანონმდებლო საქმიანობაში ჩართულობის. მესმის, რომ რა თქმა უნდა, არსებობს პარლამენტში იურიდიული კომიტეტი, ადამიანის უფლებათა კომიტეტი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტი სხვა კომიტეტების მიერ შემუშავებულ პროექტებზე მუშაობდეს და გამოთქვამდეს აზრს მხოლოდ. ამიტომ მე, რა თქმა უნდა, ჩემს რესურსს და ბატონი შალვას რესურსს გთავაზობთ იმისთვის, რომ კულტურის, მეცნიერებისა და განათლების კომიტეტმა ასევე სხვა კომიტეტების დარად აჩვენოს მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება გამოხვიდე რეფორმების ინიციატივით და ახალი კანონმდებლობის ინიცირების იდეებით”, — განაცხადა წულუკიანმა.

კომიტეტის სხდომაზე თავმჯდომარის კიდევ ერთი მოადგილის პოსტზე გიორგი ამილახვარი აირჩიეს, რომლის კანდიდატურაც კომიტეტს წარუდგინა ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი