ახალი ამბები

ვაშაძემ დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ, ენმ ანტიდასავლურ ძალად ყალიბდება — კუჭავა

15 დეკემბერი, 2020 • 896
ვაშაძემ დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ, ენმ ანტიდასავლურ ძალად ყალიბდება — კუჭავა

“ქართული ოცნების” წევრი კახა კუჭავა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლას ეხმაურება. კუჭავას თქმით, ვაშაძემ პარტიიდან წასვლით დაადასტურა ის, რასაც დიდი ხანია “ქართული ოცნება” ამბობს, რომ ენმ “ანტიდასავლურ ძალად” ყალიბდება.

როგორც კუჭავა ამბობს, ვაშაძემ “ნაციონალურ მოძრაობაში” დასავლეთისკენ სწრაფვა ვერ დაინახა.

“გრიგოლ ვაშაძემ დაადასტურა ის, რასაც დიდი ხანია ჩვენ ვსაუბრობთ “ნაციონალურ მოძრაობაზე”. ის, რომ არათუ სტრატეგია არ გააჩნიათ, რეალურად, ყალიბდებიან ერთ-ერთ ყველაზე დიდ ანტიდასავლურ ძალად. მისი კომენტარი, რომელიც ვერ ეგუება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიმართ გამოთქმულ შეტევებს, ლანძღვა-გინებას, რა თქმა უნდა, მისაღები უნდა იყოს ყველა იმ ქართველისთვის, ვინც თვლის, რომ ამ ქვეყანას სხვა გზა არ აქვს, თუ არა დასავლეთისკენ სწრაფვა და მან ეს ვერ დაინახა იმ პარტიაში, რომელსაც ყოველთვის მოჰქონდა თავი პროევროპულ და პროდასავლურ ძალად”, — განაცხადა კუჭავამ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმდჯომარე გრიგოლ ვაშაძე პარტიას ტოვებს. ამის შესახებ მან ფეისბუკზე გამოაქვეყნა განცხადება.

ის პარტიის დატოვების მიზეზებს შორის ასახელებს პარტიაში “ოდიოზური ფიგურების” გამოჩენას, ასევე, ელჩების წინააღმდეგ “გაჩაღებულ თავდასხმასა” და სხვა უთანხმოებებს.

როგორც ის წერს, “უაღრესად უძნელდება” აღნიშნული გადაწყვეტილება, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ხედავს.

გრიგოლ ვაშაძე ენმ-ს ტოვებს

მასალების გადაბეჭდვის წესი