ახალი ამბები

საკლუბო სცენის წარმომადგენლები მთავრობისგან დახმარებას ითხოვენ

14 დეკემბერი, 2020 • 1021
საკლუბო სცენის წარმომადგენლები მთავრობისგან დახმარებას ითხოვენ

“კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობა” საკლუბო ბიზნესის წარმომადგენლები მთავრობისგან მხარდაჭერას ითხოვენ.

როგორც ასოციაციის წარმომადგენელი დავით ლეჟავა ტელეკომპანია “მთავართან” ამბობს, მათი გეგმა სუბსიდირების 4 პუნქტს მოიცავს და ხელისუფლებას სთხოვენ, იჯარის გადასახადის, კომუნალურების, ტექნიკური და შემოქმედებითი პოერსონალის ჰონორარების სუბსიდირება მოხდეს და მიაწოდონ სწრაფი ტესტები, რათა გაზაფხულიდან ინდუსტრიის გახსნა შეძლონ.

ლეჟავას თქმით, გაზაფხული ის პერიოდია, როდესაც ფესტივალები იწყება და თუ სწრაფი ტესტები მათთვის ხელმისაწვდომი იქნება, ღონისძიებების უსაფრთხოდ ჩატარების შესაძლებლობა ექნებათ. ლეჟავა აღნიშნავს, რომ მთავრობის მიერ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში დაწესებული შეღავათები მათთვის არაფრის მომცემია და ამბობს, რომ თუნდაც საშემოსავლო გადასახადის გადავადება მაშინ, როცა დაწესებულება დაკეტილია და არანაირი შემოსავალი არ აქვს, შეღავათი არ არის.

ამასთან, ლეჟავა აღნიშნავს, რომ მათ მიერ გამოკვლეული დაწესებულებების უმეტესობა, მიუხედავად იმისა, რომ არ ფუნქციონირებს, იჯარის გადასახადის ნაწილს მაინც იხდიან:

“ჩვენი გეგმა არის ამ ინდუსტრიების გადარჩენა, აღდგენის და შემდეგ უსაფრთხოდ აღდგენის გეგმა. 4 სუბსიდირების პუნქტს მოიცავს იჯარა, კომუნალური გადასახადები, ტექნიკური და შემოქმედებითი პერსონალის ჰონორარები და სწრაფი ტესტების საშუალებით გაზაფხულიდან ინდუსტრიის გახსნა, როდესაც ფესტივალები იწყება. კომუნიკაციები არ ყოფილა მთავრობასთან. მერიამ ზაფხულში სერიოზული დახმარება გაუწია ამ სცენას, როდესაც კომუნიკაცია მოხდა შრომით ინსპექციასთან და ზაფხულში მოგვეცა მუშაობის შესაძლებლობა, არცერთი კლასტერი არ წარმოშობილა და უსაფრთხოდ ჩატარდა.

ეს ინდუსტრია სრულად გაჩერებულია, შემოსავალი საერთოდ არ გაქვს, დაკეტილი ხარ. გადავადება რაღაც სესხების იყო, მაგრამ ჩვენი ჩატარებული კვლევებით, ბიზნესერთეულები იჯარას მაინც იხდიან, არა სრულ თანხას, მაგრამ გარკვეულ ნაწილს. შევეცადეთ გაკვერკვია, რამდენი გვაქვს გადასახადები და პირველივე 4 მთავარ მოთამაშეს გადარიცხვები ათობით მილიონებს უკვე ასცდა. ეს ინდუსტრია იმსახურებს, როცა უჭირს, მიიღოს მთავრობისგან დახმარება და გადარჩეს”, – ამბობს “კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობის” წარმომადგენელი ტელეკომპანია “პირველთან”.

პრობლემებზე საუბრობენ საკლუბო ბიზნესის წარმომადგენლებიც. კლუბის “მტკავრზე” დამმფუძნებელი ნოდარ ბერიძე “რუსთავი 2-თან” აცხადებს, რომ კლუბის ტექნიკის გაყიდვა უწევს:

“პირველი 6 თვის განმავლობაში გვქონდა საშეღავათო პერიოდი ბიზნესსესხებზე, თუმცა მერე ესაც აღარ შეგვეხო. თანამშრომლების უმეტესობას სხვა სამსახური არ აქვს და შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ვართ იმაზე, რომ რაღაცებს ვყიდით. ჯერ რაც არ გვჭირდებოდა, იმის გაყიდვით დავიწყეთ, შემდეგ, რაც მნისვნელოვანია კლუბის ფუნქციონირებისთვის. თან გვიწევს ნახევარ ფასად ყველაფრის გაყიდვა, რადგან ამ ტექნიკაზე მოთხოვნა არ არის” ,- ამბობს კლუბის “მტკვარზე” წარმომადგენელი.

“ხიდის” დამფუძნებელი კი აცხადებს, რომ მათ მიერ მთავრობისთვის შეთავაზებული გეგმა 6 თვეს მოიცავს, დიდ თანხებზე საუბარი არ არის და 50-ზე მეტ სივრცეს შეეხება.

კლუბ “ბასიანის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და მეწილე ნაჯა ორაშვილი კი აცხადებს, რომ მთავრობამ კრიზისის პირისპირ მარტო დატოვა მიუხედავად იმისა, რომ იმაზე ცოტა თანხას ითხოვენ, ვიდრე მხოლოდ ორ კლუბს შეაქვს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში:

“კრიზისის პირისპირ მარტონი ვართ დატოვებული. ის, რაც სახელმწიფოს უნდა განეხორციელებინა ყველა სფეროსთვის ანტიკრიზისული გეგმა. ჩვენი ძალებით დავსხედით, მოვიკვლიეთ ექსპერტებთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, დავითვალეთ და ვითხოვთ იმაზე ცოტას, რამდენიც ორ სივრცეს შეაქვს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში”, – თქვა ნაჯა ორაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი