ახალი ამბები

Youtube-ის, Gmail-ისა და Google Drive-ის მუშაობა შეფერხებულია

14 დეკემბერი, 2020 • 784
Youtube-ის, Gmail-ისა და Google Drive-ის მუშაობა შეფერხებულია

კომპანია Google-ის სერვისების — Youtube, Gmail და Google Drive —მუშაობა შეფერხებულია, მომხმარებლები ინტერნეტ მისამართზე შესვლას ვერ ახერხებენ. აღნიშნული პრობლემა შეიქმნა როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. ხარვეზებით მუშაობს Google-ის სხვა სერვისებიც, მათ შორის, რუკები.

Downdetector-ის ინფორმაციით, მუშაობის პრობლემა სამივე პორტალს თბილისის დროით დაახლოებით 15:30 საათიდან შეექმნა.

იუთუბმა ცოტა ხნის წინ ტვიტერზე დაპოსტა, რომ ისინი ინფორმირებულნი არიან პრობლემის შესახებ და მუშაობენ მის აღმოსაფხვრელად.

განახლება: თბილისის დროით დაახლოებით 16:45 წუთისთვის მუშაობა განაახლა სამივე სერვერმა. ამის შესახებ მომხამრებლები სხვა ქვეყნებიდანაც იტყობინებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი