ახალი ამბები

ორშაბათიდან აშშ-ში მოსახლეობის ვაქცინაცია იწყება

13 დეკემბერი, 2020 • 809
ორშაბათიდან აშშ-ში მოსახლეობის ვაქცინაცია იწყება

ორშაბთს, 14 დეკემბერს, აშშ-ში Pfizer/BioNTech-ის მიერ დამზადებული კორონავირუსის ვაქცინით მოსახლეობის მასობრივი აცრა იწყება. NBC-ის ის ინფორმაციით, ვაქცინის გადამტანი სატვირთო მანქანები Pfizer-ის ქარხნიდან უკვე დაიძრნენ.

NBC-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მოსახლეობა ვაქცინის პირველი პარტიის გადამზიდავ სატვირთო მანქანებს ოვაციებით ხვდება.

აშშ-ს არმიის გენერალ გუსტავ პერნას განცხადებით, რომელიც ვაქცინის განაწილებას აკონტროლებს, მიმდინარე კვირაში ვაქცინის სამ მილიონამდე დოზა  მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ ვაქცინაციის ცენტრებში თანაბრად განაწილდება. მისი თქმით,  ორშაბათს ვაქცინას 145 ცენტრი მიიღებს, სამშაბათს და ოთხშაბათს კი დარჩენილ 636 ცენტრს მიუვა.

პირველ ეტაპზე ვაქცინაციისთვის პრიორიტეტი სამედიცინო პერსონალს, თავშესაფრებში მცხოვრებ და მომუშავე ადამიენებსდა სხვა რისკ ჯგუფის წარმომადგენელებს მიენიჭებათ.

როგორც BBC წერს, მოსახლეობის ფართო ნაწილისთვის  ვაქცინა ხელმისაწვდომი იანვრიდან იქნება.

აშშ-ს მარეგულირებელმა ორგანომ, საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ, Pfizer/BioNTech-ის მიერ დამზადებული კორონავირუსის ვაქცინის გამოყენების უფლება პარასკევ საღამოს დაჩქარებული წესით გასცა.

კვლევები ადასტურებს, რომ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა არის უსაფრხო და აქვს 95%-იანი ეფექტიანობა. ამ ვაქცინასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ გამოწვევად სახელდება მისი ლოჯისტიკის სირთულე, რადგან ის მოითხოვს განსაკუთრებულ პირობებში შენახვა-ტრანსპორტირებას -70 გრადუს ცელსიუსზე, რაც ადვილად ხელმისაწვდომი არ არის.

რაც შეეხება საქართველოს, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ქვეყანა ვაქცინას ელოდება მარტ-აპრილში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შექმნილი კოვაქს პლატფორმის გავლით. თუმცა, როგორც ის ამბობს, საქართველო აწარმოებს მოლაპარაკებებს უშუალოდ მწარმოებლებთან, რათა ვაქცინის გარკვეული რაოდენობა უფრო ადრე – იანვარ-თებერვალში გახდეს ხელმისაწვდომი.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი