ახალი ამბები

ნაძალადევში სროლის შედეგად 1 ადამიანი დაიჭრა

13 დეკემბერი, 2020 • 542
ნაძალადევში სროლის შედეგად 1 ადამიანი დაიჭრა

ნაძალადევში, ლომთათიძის ქუჩაზე, სროლის შედეგად 1 ადამიანი დაიჭრა. შემთხვევა დღეს, 13 დეკემბერს, მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი