ახალი ამბები

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე 6 პირი დააკავეს

13 დეკემბერი, 2020 • 1014
ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე 6 პირი დააკავეს

დღეს, 13 დეკემბერს, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე 6 პირი დააკავეს. ამის შესახებ ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა ისინი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

“ტვ პირველის” ინფორმაციით, აქციის მონაწილეების დაკავებას წინ სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება. მათივე ცნობით, აქციის მონაწილეების აჭარის მთავრობის ხელმძღვანელთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრასა და პასუხის მიღებას ითხოვდნენ, თუ რატომ მოხდა მათი დაჯარიმება კომენდანტის საათის დროს მას შემდეგ, რაც ისინი აქციაზე იმყოფებოდნენ.

“დღეს უკვე ამ ქვეყანაში პოლიციის და სახელმწიფოს მოქმედებები ლოგიკას არ ექვემდებარება. ფაქტობრივად საბჭოთა კავშირში ვართ და რეპრესიული მანქანა ამუშავდა. 40 დღის განმავლობაში აქცია მიმდინარეობს და სანამ პოლიცია არ აწყობს პროვოკაციას, მთელი საქართველო ხედავს, რომ აქცია არის მშვიდობიანი. დღეს პოლიციამ მოახდინა პროვოცირება აქ ადამიანების.

რამდენიმე დღის წინ დააჯარიმეს მოჭიდავეები და ამ ადამიენებს შეუზღუდეს გამოხატვის და შეკრებს თავისუფლება, მაშინ, როდესაც კანონმდებლობით ამ რეგულაციების პირობებშიც ეს უფლება არ იზღუდება. ამას ადამიანების სიტყიერი პროტესტი მოჰყვა და პოლიციამ დაიწყო დაკავებების სერია”, — აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე მირდატ ქამადაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი