ახალი ამბები

რუსთავის კლინიკის ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა

13 დეკემბერი, 2020 • 667
რუსთავის კლინიკის ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა

რუსთავის კლინიკის ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ექიმსს ვირუსი გეგმიური ტესტირების შედეგად დაუდასტურდა. როგორც არხთან კლინიკის ექიმი მარინა გურგენიძე ამბობს, გარდაცვლილს ფილტვის მაღალი ხარიხის დაზიანება ჰქონდა.

“6 რიცხვიდან დაავადდა. გადიოდა მკურნალობას შემდგომ ჩვენს კლინიკაში. ფილტვის დაზიანების ხარისხი მაღალი იყო. 20 ქულად შეფასდა შემოსვლისას, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და სამწუხაროდ ასეთი შედეგი დადგა”, — აცხადებს მარინა გურგენიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი