ახალი ამბები

ბოლო 24 საათში რეგულაციების დარღვევისთვის 867 პირი დაჯარიმდა — შსს

13 დეკემბერი, 2020 •
ბოლო 24 საათში რეგულაციების დარღვევისთვის 867 პირი დაჯარიმდა — შსს

ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 867 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფრომაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესის დაარღვევისთვის 66 პირი დააჯარიმეს. გარდა ამისა, პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის  801  პირი დაჯარიმდა.

პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით.
განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი