ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ყარაბაღი: ერევანი და ბაქო ერთმანეთს ადანაშაულებენ ესკალაციის მცდელობაში

12 დეკემბერი, 2020 •
ყარაბაღი: ერევანი და ბაქო ერთმანეთს ადანაშაულებენ ესკალაციის მცდელობაში

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, აზერბაიჯანის მხარემ ყარაბაღში 12 დეკემბერს “შეტევითი მოქმედებები” განაახლა. უწყების თქმით, “ქვედანაყოფები პროპორციულ ზომებს იღებენ მტრის აქტივობის აღსაკვეთად”.

პარალელურად, აზერბაიჯანული სააგენტო apa.az-ის თანახმად, ქვეყნის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარებთან შეხვედრაზე თქვა, რომ 12 დეკემბერს განხორციელდა “ტერორისტული მოქმედებები სომხური პარტიზანული დაჯგუფებების თუ სომხური არმიის ნარჩენების მხრიდან”.

“ეს, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია. ვფიქრობ, უკანასკნელი რამ, რაც სომხეთმა უნდა გააკეთოს, ეს[ომის] თავიდან დაწყებაა”, – თქვა ალიევმა.

apa.az-ზე ასევე განთავსებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომლის მიხედვითაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ პირველად დაირღვა და ეს 11 დეკემბერს, ჰადრუთში მოხდა. რელიზში არაფერი წერია ადგილზე დღეს, 12 დეკემბერს არსებულ ვითარებაზე.

ყარაბაღის 2020 წლის 44-დღიანი ომი 10 ნოემბერს დასრულდა.

შეთანხმების შედეგად აზერბაიჯანმა ხელახლა დაამყარა კონტროლი მთიანი ყარაბაღის გარშემო 7 რეგიონზე და დაიკავა ქალაქი შუშა/შუში უშუალოდ ყარაბაღში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი