“ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილების შესახებ განაცხადა. საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეც არჩილ თალაკვაძე იქნება.
ვიცე-სპიკერების თანამდებობები შემდეგნაირად ნაწილდება:
- გიორგი ვოლსკი – პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
- კახაბერ კუჭავა;
- დავით სერგეენკო;
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე იქნება. მეცხრე მოწვევის პარლამენტში ეს თანამდებობა მამუკა მდინარაძეს ეკავა, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტში ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე იქნება.
კომიტეტების თავმჯდომარეების თანამდებობები შემდეგნაირად ნაწილდება:
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი – ანრი ოხანაშვილი;
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი – მიხეილ სარჯველაძე;
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი – ირაკლი ბერაია;
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი – ირაკლი ქადაგიშვილი;
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი – სოზარ სუბარი;
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი – ირაკლი კოვზანაძე;
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი – დავით სონღულაშვილი;
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი – ნინო წილოსანი;
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი – მაია ბითაძე;
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი – ნიკოლოზ სამხარაძე;
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი – მაკა ბოჭორიშვილი;
- დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი – ბექა ოდიშარია;
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი – დიმიტრი ხუნდაძე;
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი – თეა წულუკიანი;
- სპორტისა და ახალგაზრულ საქმეთა კომიტეტი – მიხეილ ყაველაშვილი.
მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, რომელზეც პარლამენტის თავმჯდომარეს აირჩევენ და საპარლამენტო თანამდებობებს გადაანაწილებენ, 11 დეკემბერს გაიმართება.
