ახალი ამბები

“ლელო” საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს და სიას გამოიწვევს

10 დეკემბერი, 2020 • 1083
“ლელო” საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს და სიას გამოიწვევს

“ლელო” საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს და საპარლამენტო სიას ხსნის. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოზე მიიღეს, რომელიც დღეს, 10 დეკემბერს, გაიმართა.

როგორც “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამბობს, ეს არ არის კარგი გადაწყვეტილება ქვეყნისთვის და ცუდია დემოკრატიისთვის, თუმცა ახალ ეტაპზე და ახალი დემოკრატიის მშენებლობაზე გადასავლელად სხვა გამოსავალი არაა.

“დღეს ჩატარდა გაფართოებული პოლისტსაბჭოს სხდომა, სადაც განვიხილეთ ერთი საკითხი, რომელიც ეხებოდა 31 ოქტომბრის არჩევნებს. მოხდა შეფასება გაყალბებული არჩევნების და ჩვენმა პარტიამ ოფიციალურად მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ ბოლო თვენახევრის განმავლობაში ვახმოვანებდით, რომ გამოვიწვიოთ ჩვენი საპარლამენტო სია, მივმართოთ ოფიციალურად და უარი ვთქვათ იმ მანდატებზე, რომელიც მოგვანიჭეს გაყალბებული არჩევნების შედეგად”, — განაცხადა ხაზარაძემ.

“ლელოს” მსგავსად, აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს შემდეგმა პარტიებმა და ბლოკებმა: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია”, “ევროპული საქართველო”, “ლეიბორისტული მოძრაობა”, “სტრატეგია აღმაშენებელი”.

ოპოზიციური პარტიების მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ გააყალბა 31 ოქტომბრის არჩევნები და, შესაბამისად, ისინი ხელახალ არჩევნებს ითხოვენ, რასაც არ ეთანხმება “ქართული ოცნება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი