ახალი ამბები

ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებები საერთაშორისო პარტნიორების ბულინგში გადაიზარდა — კალაძე

9 დეკემბერი, 2020 • 1078
ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებები საერთაშორისო პარტნიორების ბულინგში  გადაიზარდა — კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან საერთაშორის პარტნიორების მისამართით გაკეთებული განცხადბები მათ “ბულინგში გადაიზარდა”.

მისი თქმით, “ქართული ოცნება” ოპოზიციასთან შეთანხმების სურვილი აქვს, თუმცა პირველივე დღეებიდან კონკრეტული პოლიტიკური პარტიები
მიზანმიმართულ დესტრუქციას ეწევიან და ცდილობენ, არანაირი მოლაპარაკებები შედგეს.

“ხედავთ ბოლოდროინდელ განცხადებებს, რომელიც ძალიან დამაზიანებელია ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის და ნათელი არის ერთი რამ, რომ ერთ მხარეს რჩება ნათელი მხარე, რომელიც ზრუნავს ქვეყნის მომავალზე, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და წინსვლაზე და მეორე მხარეს რჩებიან ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლები, ბნელი ძალა, პირდაპირ ვიტყოდი, ბოროტება, რომლებსაც არანაირი სურვილი არ აქვთ, რომ ქვეყანაში შემოიტანონ სიმშვიდე და მოხდეს ქვეყნის განვითარება. ეს ყველაფერი გადაიზარდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ბულინგში, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი და დამაზიანებელია”, — განაცხადა კალაძემ.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია აცხადებდა, რომ აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს უნდა სტაბილურობა, მაგრამ არა თავისუფალი არჩევნების ხარჯზე. მელიას თქმით, ვისაც პოლიტიკური ოპონენტების სამართლებრივ დევნაზე მისგან საპირისპირო პოზიცია აქვს, თუნდაც ეს ელჩი იყოს, მის კრიტიკას დაიმსახურებს.

კელი დეგნანს უნდა სტაბილურობა, მაგრამ არა თავისუფალი არჩევნების ხარჯზე — მელია

მასალების გადაბეჭდვის წესი