ახალი ამბები

მესამე კვარტალში, წინა წელთან შედარებით, ინვესტიციები 23.6%-ით შემცირდა

9 დეკემბერი, 2020 • 806
მესამე კვარტალში, წინა წელთან შედარებით, ინვესტიციები 23.6%-ით შემცირდა

საქსტატის წინასწარი ინფორმაციით, 2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობა, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 23.6%-ით შემცირდა და 302.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

2020 წელს, ჯამში, (სამივე კვრატლის მონაცემებით) საქართველოში 719 მლნ აშშ დოლარის უცხოური ინვესტიციაა შემოსული. საქსტატის ცნობითვე, მესამე კვარტალში რეინვესტირების მოცულობა 133.6 მლნ აშშ დოლარი იყო.

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილეს ქვეყნებს წარმოადგენენ გაერთიანებული სამეფო 117.7 მლნ აშშ დოლარით; ნიდერლანდები 79.3 მლნ აშშ დოლარით და ამერიკის შეერთებული შტატები 24.2 მლნ აშშ დოლარით.

მესამე კვარტლაში ყველაზე მეტი ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა – 128.3 მლნ აშშ დოლარი. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი – 37.1 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 36.6 მლნ აშშ დოლარით. 28 მლნ აშშ დოლარით შემცირდა ინვესტიციები 2019 წლის მესამე კვარტალთან შედარებით სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში. 2020 წლის მესამე კვარტალში აქ მხოლოდ დაახლოებით 8 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი