ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“კრიპტოვალუტის ყველა ფერმა უნდა დაიხუროს” – აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრი

8 დეკემბერი, 2020 • 1673
“კრიპტოვალუტის ყველა ფერმა უნდა დაიხუროს” – აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრი

ელექტროენერგიის შეზღუდული მიწოდების ფონზე აფხაზეთში კრიპტოვალუტის მოპოვების სრული აკრძალვის შესახებ განაცხადა დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრმა და დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა, კრისტინა ოზგანმა.

“აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ რესპუბლიკის ხელმძღვანელობას ამ საკითხში პრიორიტეტები არ აქვს. არსებობს დადგენილება – ვინც არ უნდა აწარმოებდეს კრიპტოვალუტას, ყველას უნდა გაეთიშოს”, – ამბობს ოზგანი.

იქამდე, კრიპტოვალუტის მაინინგი აფხაზეთში ოფიციალურად არ ეკრძალებოდათ მათ, ვისაც ამის ნებართვა გააჩნდა. თუმცა ელექტროენერგიის მზარდი ხარჯვისა და კრიზისის შექმნის ფონზე, დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებდა, რომ ყოველდღიურად ხდება უკანონო საწარმოების აღმოჩენა და მათი დახურვა. კანონიერად მომუშავე საწარმოებს კი საქმიანობა 2021 წლის მაისამდე შეუჩერეს. ამის მიუხედავად, კრიპტოვალუტის საწარმოები აფხაზეთში კვლავ მუშაობს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, კრიპტოფერმების დიდი ნაწილი ჩინოვნიკების მფლობელობაშია.

ელექტროენერგიის კრიზისი აფხაზეთში

მასალების გადაბეჭდვის წესი