ახალი ამბები

აშშ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას დააფინანსებს – საელჩო

7 დეკემბერი, 2020 • 1098
აშშ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას დააფინანსებს – საელჩო

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას დააფინანსებს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, კორონავირუსის პანდემიის შემდგომ საქართველოს კერძო სექტორის აღდგენისთვის აშშ-ის მთავრობა დააფინანსებს უცხოური ინვესტიციების საკონსულტაციო ფირმა OCO Global-ს. საელჩოს ინფორმაციით, OCO Global საქართველოს ეკონომიკაში მაღალანაზღაურებადი ინვესტიციების შესაძლებლობებს გამოავლენს და ხელს შეუწყობს მათ. ის ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნის საერთაშორისო ეკონომიკის პოტენციალის შესახებ მსხვილ საერთაშორისო ინვესტორებთან ცნობიერების ამაღლებას.

საელჩოს განცხადებით, აღნიშნულ დაფინანსებას აშშ-ის მთავრობა USAID-ის მეშვეობით გამოყოფს, რომელიც საქართველოს ეკონომიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად თანამშრომლობს სააგენტოსთან “აწარმოე საქართველოში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი