ახალი ამბები

კოვიდით გარდაიცვალა დეკანოზი, რომელმაც პანდემიას “კორონა-თაღლითობა” უწოდა

7 დეკემბერი, 2020 • 2151
კოვიდით გარდაიცვალა დეკანოზი, რომელმაც პანდემიას “კორონა-თაღლითობა” უწოდა

დეკანოზი დავით ქვლივიძე კორონავირუსით გარდაიცვალა.

ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე ავრცელებს. მისი თქმით, ქვლივიძე საავადმყოფოში მკურნალობდა, თუმცა კორონავირუსით დაინფიცირებამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება და გარდაცვალება გამოიწვია.

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრი დავით ქვლივიძე ერთ-ერთი იყო იმ ოთხ სასულიერო პირს შორის, რომელმაც 23 ოქტომბერს გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა “პანდემია თუ კორონა-თაღლითობა”  და ამბობდა, რომ “ეს დაავადება არ არის ისეთი საშიში, როგორც ლაპარაკობენ”. ვიდეომიმართვაში ნათქვამი იყო, რომ კორონავირუსის პანდემია თავს მოხვეულია, მათ შორის, ბილ გეითსის მიერ, დაავადების საფრთხე გაზვიადებულია და ზიარებაზე უარის თქმა მკრეხელობაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი