ახალი ამბები

თბილისი -1 060 ; იმერეთი – 397 | კორონავირუსის განაწილება 7 დეკემბერს

7 დეკემბერი, 2020 •
თბილისი -1 060 ; იმერეთი – 397 | კორონავირუსის განაწილება 7 დეკემბერს

ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 2 501 ახალი შემთხვევიდან უმეტესობა თბილისში დადასტურდა. მთავრობის ინფორმაციით, ახალი შემთხვევები თბილისსა და რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისში – 1 060 შემთხვევა,
  • აჭარაში – 337,
  • იმერეთში – 397,
  • ქვემო ქართლში – 175,
  • შიდა ქართლში – 108,
  • გურიაში – 32,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთში – 177,
  • კახეთში – 80,
  • მცხეთა-მთიანეთში – 90,
  • სამცხე-ჯავახეთში – 45,
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 25 911. მათ შორის, 6 963 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, თბილისის საავადმყოფოებში –   3 002, აჭარაში – 1 047, იმერეთში – 1 362.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 135  პირი, თბილისში – 519, აჭარაში – 161, იმერეთში – 251. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 417 პირი, მათგან თბილისში – 208, აჭარაში – 49, იმერეთში – 52.

3 744 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 224 – თბილისში, 1 788 – აჭარაში, 422 – იმერეთში.

15 204  პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 267 ადამიანი, მათ შორის, თბილისში -372, აჭარაში – 252, ხოლო იმერეთში – 28.

6 ოქტომბრიდან  6 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია  20 033 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 55 165 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 19 714 პირი, აჭარაში – 14 468, იმერეთში – 5 509“

 

მასალების გადაბეჭდვის წესი