საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2501 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 36 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობა ავრცელებს.

მთავრობის ოფიციალური მონაცემების თანახმად, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა  3 988 ადამიანი.

რაც შეეხება ტესტების რაოდენობას, უწყებაში ამბობენ, რომ ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათის განმავლობაში  ჩატარდა  9 442 ტესტი, აქედან  4 360 – ანტიგენი და 5 082- PCR.

26 თებერვლიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის 164 976 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 137 499 გამოჯანმრთელდა, ხოლო  1 540 გარდაიცვალა.