ახალი ამბებირეკლამა

2020 წელს ალდაგმა მომხმარებლებს 49 მლნ ლარი აუნაზღაურა

4 დეკემბერი, 2020 • 1290
2020 წელს ალდაგმა მომხმარებლებს 49 მლნ ლარი აუნაზღაურა

2020 წლის დასაწყისიდან 9 თვის განმავლობაში ალდაგმა მომხმარებლებს 49 მლნ ლარი აუნაზღაურა. ამ პერიოდში ალდაგის სერვისებით 60 ათასზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა და 11 ათასამდე ზარალი დარეგულირდა.

2020 წლის სამი კვარტლის შედეგებით, ალდაგის წილი სადაზღვევო ბაზარზე 30%-ია, ავტოდაზღვევის ბაზარზე 24%, ქონების დაზღვევის ბაზარზე 34% და სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ბაზარზე 49%.

პანდემიის დაწყებისთანავე, ალდაგმა მომსახურება სრულად გააციფრულა. ის იყო პირველი კომპანია სადაზღვევო სექტორში, რომელმაც გაციფრულების პროცესში მონაცემთა სრული გამჭვირვალობისთვის ბლოკჩეინ ტექნოლოგიები გამოიყენა და მომსახურების პროცესში კლიენტის იდენტიფიცირებისთვის ხელოვნური ინტელექტი ჩართო. სადაზღვევო ბაზარზე შეტანილი ამ ინოვაციისთვის ალდაგი გაეროს გლობალური შეთანხმება საქართველოს ქსელის (Global Compact Network Georgia) სოციალური პასუხისმგებლობის 2020 წლის კონკურსში დაჯილდოვდა.

დღეს ალდაგის მომხმარებლისთვის ყველა პროდუქტი და სერვისი ხელმისაწვდომია დისტანციურად, როგორც კორპორატიული, ისე საცალო მომხმარებლისთვის.

„გლობალური გამოწვევის მიუხედავად, ჩვენ შევძელით, შეგვენარჩუნებინა ძირითადი მაჩვენებლები. ცხადია, ეს იყო მძიმე წელი, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. საერთო ჯამში ბაზარს ზრდა არ განუცდია, თუმცა ჩვენ, ისევე როგორც ჩვენი არსებობის 30 წლის განმავლობაში, ახლაც ვდგავართ ჩვენი მომხმარებლის გვერდით და ვაგრძელებთ ჩვენი კლიენტების მხარდაჭერას.“- განაცხადა ალდაგის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბარათაშვილმა.

ალდაგი წელს 30 წლის გახდა. დღეს მის პორტფელშია 100,000 მდე დაზღვეული კლიენტი როგორც კორპორატიულ, ისე საცალო სეგმენტში. 30 წლის განმავლობაში ალდაგის მიერ ადამიანებისა და კომპანიებისთვის ანაზღაურებული თანხა 320 მლნ ლარს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი