ახალი ამბები

რეგულაციების დარღვევის გამო 5 792 ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა — ფერაძე

4 დეკემბერი, 2020 • 1091
რეგულაციების დარღვევის გამო 5 792 ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა — ფერაძე

საქართველოს მასშტაბით კორონავირუსის გამო დადგენილი რეგულაციების დარღვევისთვის, 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით, სულ  22 532 ობიექტი შემოწმდა, რომელთანაგან 5 792-ს საქმიანობა შეუჩერდა.

ამის შესახებ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ დღეს, 4 დეკემბერს, განაცხადა. მისი თქმით, ეს ობიექტები შეზღუდვების მიუხედავად არანებადართულ ეკონომიკურ საქმიანობას აგრძელებდნენ.

მისივე ინფორმაციით, ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება მიეცა 16 733 ობიექტს, 7 ობიექტი კი დაჯარიმდა.

“ბუნებრივია, ხდება მონიტორინგი. გუშინ განხორციელდა 2 719 ობიექტის რემონიტორინგი, რამდენად შეწყვიტეს მათ საქმიანობა, და დადასტურდა, რომ ისინი უკვე ნამდვილად ონლაინ და დისტანციურ რეჟიმზე იყვნენ გადასული.

რაც შეეხება რეგიონალურ ჭრილში შემოწმება შემდეგნაირად არის გადაწილებული: თბილისში — 8 416 ობიექტი, იმერეთში — 3 331, აჭარაში — 2 454, ქვემო ქართლში — 1 994, კახეთში — 1 344, სამეგრელო-ზემო სვანეთში — 1 851, შიდა ქართლში — 1 277, გურიაში — 689, მცხეთა-მთიანეთში — 428, სამცხე-ჯავახეთში — 741 და რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში — 7 ობიექტი”, — განაცხადა ბექა ფერაძემ.

იზოლაციისა და კარანტინის წესების შესახებ მთავრობის დადგენილება საქართველოს მასშტაბით 28 ნოემბრიდან ამოქმედდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი