ახალი ამბები

“ზურამ გარკვეული ულტიმატუმი წარგვიდგინა, მიზეზი არც ჩვენ ვიცით” – რაქვიაშვილი

4 დეკემბერი, 2020 • 778
“ზურამ გარკვეული ულტიმატუმი წარგვიდგინა, მიზეზი არც ჩვენ ვიცით” – რაქვიაშვილი

“გირჩის” წევრ ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, ზურაბ ჯაფარიძემ პარტიის სხვა ლიდერებს გარკვეულწილად ულტიმატუმი წაუყენა პარტიის მენეჯმენტისაგან ჩამოშორებასთნ დაკავშირებით. რაქვიაშვილის თქმით, ჯაფარიძის ულტიმატუმის და დღევანდელი განცხადების მიზეზი მისთვის უცნობია.

“გუშინწინ საღამოს ზურამ ჩვენ გარკვეული ულტიმატუმი წარგვიდგინა, რომლის შინაარსი იყო, რომ ჩვენ უნდა ჩამოვცილდეთ (ალბათ, ეს უფრო ეხება იაგოს) პარტიის მართვას, და გარკვეული ცენზურა, რაზე ვილაპარაკოთ და რაზე არ ვილაპარაკოთ. კიდევ იყო ორი ნაკლებად მნიშვნელოვანი პუნქტი. ბუნებრივია, ეს წარმოუდგენელი რამ არის “გირჩში”, რომ ვიღაცამ ცენზურა დააწესოს თემებზე ან პოზიციებზე. გუშინ იყო მცდელობა, საუბარი ყოფილიყო, რომელიც არ შედგა. მარტო ვახო მეგრელიშვილს სამი ასეთი მცდელობა ჰქონდა. ჩვენც არ ვიცით, მიზეზი რა არის ულტიმატუმის და ამ დღევანდელი განცხადების”, – განახადა რაქვიაშვილმა “ტვ პირველთნ”.

„გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პარტიის შიდა ჯგუფში (რომლის სახელია „გირჩის ბაბლი“), დაწერა, რომ აღარ აპირებს იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან ერთად „გირჩის კეთებას“:

„სამწუხაროდ, ერთი მხრივ, ჩემი, ხოლო მეორე მხრივ, იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. მე აღარ ვაპირებ მათთან ერთად გირჩის კეთებას. ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ არა იაგოს განცხადების შინაარსის გამო“.

წინა დღეს ჯაფარიძე გამოეხმაურა იაგო ხვიჩიას ნათქვამს ბავშვთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებით. ბავშვთა პორნოგრაფიის შეძენა-მოხმარების გამო შსს-ს მიერ მოქალაქის დაკავების შემდეგ ხვიჩიამ   ფეისბუკზე დწერა:

„ანუ? პორნო გადმოწერა, დაასეივა [შეინახა], ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს“, – დაწერა ხვიჩიამ ფეისბუკზე.

ჯაფარიძემ რამდენიმედღიანი დუმილის შემდეგ განაცხადა, რომ ხვიჩიას ნათქვამი „არასწორია“, მაგრამ „არა შინაარსის გამო“.

ჯაფარიძე ამბობს, რომ არ აპირებს პარტიის გაყოფის მიზეზების შესახებ საჯაროდ საუბარს.

ზურაბ ჯაფარიძე ჯგუფში პოსტის ბოლოს წერს: „გაჩერებას არ ვაპირებ, გირჩის მთავარი ბრძოლები წინაა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი