ახალი ამბები

მღვდელი დავით მაჩიტაძე კორონავირუსით გარდაიცვალა

4 დეკემბერი, 2020 • 1751
მღვდელი დავით მაჩიტაძე კორონავირუსით გარდაიცვალა

თბილისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის (ელიავაზე მდებარე) მოძღვარი, მღვდელი დავით მაჩიტაძე კორონავირუსით გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს უწყებანი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასულიერო პირი 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევებიდან ყველაზე მეტი თბილისში დადასტურდა. ამის შესახებ მთავრობის ოფიციალურ სტატისტიკაში ვკითხულობთ.

5 068 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • თბილისი – 1959
  • აჭარა – 483
  • იმერეთი – 980
  • ქვემო ქართლი – 296
  • შიდა ქართლი – 222
  • გურია – 122
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 408
  • კახეთი – 335
  • მცხეთა-მთიანეთი – 130
  • სამცხე-ჯავახეთი – 114
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 19

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 24 349. მათ შორის, 6 671 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2 925, აჭარაში-1 025, იმერეთში-1 267.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 070 პირი, მათ შორის, თბილისში-491, აჭარაში-155, იმერეთში-247. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 476 პირი, მათგან თბილისში-214, აჭარაში-117, იმერეთში-45. 3 899 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 277- თბილისში, 2 022-აჭარაში, 343-იმერეთში. 13 779 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“,- ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

უწყების ინფორმაციითვე, საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 1 241 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში – 51 262.

მასალების გადაბეჭდვის წესი