ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანული მხარე არაადამიანურად ეპყრობა სამხედრო ტყვეებს | Human Right Watch

3 დეკემბერი, 2020 • 1593
აზერბაიჯანული მხარე არაადამიანურად ეპყრობა სამხედრო ტყვეებს | Human Right Watch

ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის, Human Right Watch-ის განცხადებით, აზერბაიჯანელი სამხედროები არაადამიანურად ეპყრობიან მთიანი ყარაბაღის მეორე ომის სომეხ სამხედრო ტყვეებს. ორგანიზაციამ ამის შესახებ დღეს განაცხადა. მათივე განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება აზერბაიჯანელი ტყვეების დამცირებისა და არადამიანური მოპყრობის ფაქტების შესახებაც, რომლის ამსახველი კადრებიც ინტერნეტით ვრცელდება.

ორგანიზაციის თქმით, ვრცელდება ვიდეოები, სადაც ჩანს, თუ როგორ ესხმიან თავს აზერბაიჯანელი ჯარისკაცები სომეხ სამხედრო ტყვეებს. ვიდეოებზე გამოსახულია, რომ აშკარა დამცირების მიზნით, აზერბაიჯანელი ჯარისკაცები აიძულებენ სამხედრო ტყვეებს, აკოცონ აზერბაიჯანულ დროშას, შეაქონ პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, შეაგინონ სომხეთის პრემიერ- მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და გამოაცხადონ, რომ მთიანი ყარაბაღი არის აზერბაიჯანი. HRW-ის განცხადებით, ვიდეოების უმეტესობაში აზერბაიჯანელი სამხედროების სახეები დაფარული არ არის, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ისინი არ უშინდებიან პასუხისმგებლობის შესაძლო დაკისრებას.

“შეუძლებელია არსებობდეს რაიმე გამართლება სამხედრო ტყვეების მიმართ ძალადობრივი და არადამიანური მოპყრობის გამო. საერთაშორისო სამართალი ნათლად აცხადებს ასეთი ტყვეების დაცვის აუცილებლობის შესახებ. აზერბაიჯანულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს, რომ მსგავსი მოპყრობა დაუყონებლივ დასრულდეს”, – განაცხადა WRH-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორმა ჰაგ ვილიამსონმა.

მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი რიცხვი უცნობია, სომხურმა მხარემ HRW-ს უთხრა, რომ აზერბაიჯანს დატყვევებული ჰყავს “ათობით” სომეხი სამხედრო. ასევე, ცნობილია, რომ სომხურ მხარესაცჰ ყავს აზერბაიჯანელი ტყვეები და მათივე განცხადებით, სულ მცირე, სამი უცხოელი დაქირავებული მებრძოლი.


ომი მთიან ყარაბაღში 10 ნოემბერს დასრულდა. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, აზერბაიჯანს გადაეცა ქელბაჯარის, ლაჩინისა და აღდამის რაიონები. ასევე გადაწყდა, რომ აზერბაიჯანული და სომხური მხარეები გაცვლიდნენ სამხედრო ტყვეებსა და გარდაცვლილთა სხეულებს. ომის დასრულებიდან 23 დღე გავიდა, თუმცა ჯერჯერობით არ დასრულებულა სამხედრო ტყვეების გაცვლის პროცესი.

მასალების გადაბეჭდვის წესი