ახალი ამბები

ჯანდაცვის სამინისტროსთან ეკატერინე ტიკარაძის გადადგომის მოთხოვნით აქცია იმართება

3 დეკემბერი, 2020 • 822
ჯანდაცვის სამინისტროსთან ეკატერინე ტიკარაძის გადადგომის მოთხოვნით აქცია იმართება

ჯანდაცვის სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტები ქვეყანაში შექმნილ ეპიდიმიოლოგიურ ვითარებას აპროტესტებენ და ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის გადადგომას ითხოვენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. აქციაზე ხმაური მოჰყვა ერთ-ერთი პოლიციელის გამოჩენას, რომელიც შეიარაღებული იყო.

“მოვედით, რომ გადადგეს ეს მინისტრი და ვინმე კომპეტენტური დანიშნონ, თუნდაც ოპოზიციიდან, ან ნებისმიერი ვინმე. ეს [ეკატერინე ტიკარაძე] ოროსანია, არაფერი არ იცის, არც მენეჯმენტი, საერთოდ არაეფერი იცის… ააფეთქა პანდემია, ხალხს ხოცავს, 19 წლის ბავშვი მოკვდა გუშინ”, — განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ “ტვ პირველთან”.

ბოლო რამდენიმე დღეა საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული დღიური შემთხვევების რიცხვი 4 ათასს აღწევს. გუშინ კორონავირუსით 19 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. დღეს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსს კიდევ ერთი, 24 წლის გოგო ემსხვერპლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი