ახალი ამბები

თბილისსა და ბათუმში “ბუშტების აქციები” გაიმართა

3 დეკემბერი, 2020 • 666
თბილისსა და ბათუმში “ბუშტების აქციები” გაიმართა

თბილისში, პარალმენტის და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობებთან, და ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან აქციები იმართება.

აქციის მონაწილეები აღნიშნულ შენობებთან ბუშტებით მივიდნენ. რამდენიმე დღის განმავლობაში მთავრობის სახლთან პოლიციამ აქციის მონაწილეებს ბუშტები დაუხეთქა და რამდენიმე მათგანი დააკავა.

“ქართულ ოცნებას გაყალბებული არჩევნები არ შერჩება, ეს პროტესტი გაგრძელდება. ჩვენ აქ [პარლამენტთან] მოვედით ბათუმის აქციის სოლიდარობის ნიშნად, რომელიც დაარბიეს და უკანონოდ დააკავეს დემონსტრანტები, ადამიანები, რომლებიც მშვიდობიანად აპროტესტებდნენ”, – განმარტა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა შენობის შესასვლელთან განთავსებულ დროებით ღობეზე გააკეთეს წარწერაც “CCCP”, თუმცა თავდაპირველად პოლიცია მათ დროებით ღობეზე წარწერის გაკეთების საშუალებას არ აძლევდა.

აქცია გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთანაც, სადაც აქციის მონაწილეები ბუშტებით მივიდნენ. აქცია გაიმართა ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთანაც, სადაც დემონსტრანტებმა ბუშტები დაკიდეს.

გარეკანის ფოტო: კადრი “მთავარი არხის” ეთერიდან

ბუშტებით პროტესტიც გამოხატვის თავისუფლებაა, ანუ რატომ მოქმედებენ პოლიციელები თვითნებურად

მასალების გადაბეჭდვის წესი