ახალი ამბები

განსაკუთრებთ დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

3 დეკემბერი, 2020 • 588
განსაკუთრებთ დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

უწყების ცნობით, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან 3 990 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს, რომლის ღირებულებაც 16 359 ლარს შეადგენს.

გამოძიება სისხლის სამართლოს კოდექსის მე-200 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი