ახალი ამბები

ცესკო დღეს არჩევნების საბოლოო შედეგებს შეაჯამებს

3 დეკემბერი, 2020 • 831
ცესკო დღეს არჩევნების საბოლოო შედეგებს შეაჯამებს

დღეს, 3 დეკემბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგებს შეაჯამებს.

არჩევნების საბოლოოს შედეგების შეჯამებისთვის ცესკოს ვადა 19 დეკემბრამდე ჰქონდა, თუმცა სხდომა დღეს, 17:00 საათზე არის დანიშნული.

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს 10 დღეში. პარლამენტს დეკემბერში დასამტკიცებელი აქვს საქართველოს 2021 წლის ბიუჯეტი.

ოპოზიციური პარტიები, რომელთაც 1%-იანი ბარიერი გადალახეს, არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი