სასამართლომ გადადო “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას საქმის განხილვაც, რომელიც 10 დეკემბრისთვის იყო ჩანიშნული. ამის შესახებ უგულავა ფეისბუკზე წერს.
უგულავას საქმის განხილვასთან ერთად გადაიდო მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას, ასევე, ოპოზიციონერი ლიდერების, ნიკა მელიასა და ირაკლი ოქრუაშილის საქმეების განხილვა.
გუშინ, პირველ დეკემბერს, ყველა მათგანის საქმეების განხილვა სასამართლოში დეკემბრის პირველ ნახევარში ჩაინიშნა. თუმცა, დღეს, 2 დეკემბერს, სასამართლომ გადაწყვეტილება შეცვალა და მათი საქმეების განხილვა კორონავირუსის საბაბით გადადო.
წარმოებაში საქმეების გადადებასთან დაკავშირებით დღესვე განცხადება გაავრცელა თბილისის საქალაქო სასამარათლომ. სასამართლო განმარტავს, რომ კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საერთო სასამართლოებმა, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საქმეთა განხილვის ვადების გათვალისწინებით, წარმოებაში არსებულ საქმეთა (გარდა შემჭიდროებულ ვადებში განსახილველი საქმეებისა) განხილვის გადადება უნდა უზრუნველყონ. თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გუშინ, პირველ დეკემბერს გამართულ სხდომაზე მიიღო.
უგულავას, მელიას, ოქრუაშვილის და გვარამიას თქმით, მათი სასამართლოები განაახლეს