ახალი ამბები

გვარამიას, მელიას და ოქრუაშვილის საქმეების განხილვა კორონავირუსის საბაბით გადაიდო

2 დეკემბერი, 2020 • 1194
გვარამიას, მელიას და ოქრუაშვილის საქმეების განხილვა კორონავირუსის საბაბით გადაიდო

მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას, ასევე, ოპოზიციონერი ლიდერების, ნიკა მელიასა და ირაკლი ოქრუაშილის საქმეების განხილვა გადაიდო. ამის შესახებ ისინი ფეისბუკზე წერენ.

გუშინ, პირველ დეკემბერს, ყველა მათგანის საქმეების განხილვა სასამართლოში დეკემბრის პირველ ნახევარში ჩაინიშნა. თუმცა, დღეს, 2 დეკემბერს, სასამართლომ გადაწყვეტილება შეცვალა და მათი საქმეების განხილვა კორონავირუსის საბაბით გადადო.

“დამირეკეს საქალაქო სასამართლოდან. პროცესი გადაიდო გაურკვეველი ვადით, ფორმალურად, კორონაპანდემიის გამო. ხო, გუშინ საღამოს დაიწყო, ეტყობა”, — წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

10 დეკემბერს ჩაინიშნა ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერის,”ევროპული საქართველოს” წევრის, გიგი უგულავას საქმის განხილვა. ჯერჯერობით უცნობია, გადაიდო თუ არა უგულავას საქმის განხილვაც. როგორც ნეტგაზეთს პარტიაში უთხრეს, გიგი უგულავა ამას ახლა არკვევს.

უგულავას, მელიას, ოქრუაშვილის და გვარამიას თქმით, მათი სასამართლოები განაახლეს

მასალების გადაბეჭდვის წესი