ამირან გამყრელიძის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ქართულმა მხარემ აფხაზეთს გრიპის ვაქცინის 10 ათასი დოზა გადასცა.
გრიპის ვაქცინებსა და სხვა საკითხებზე ამირან გამყრელიძემ დღეს, 2 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
თბილისის მიერ გადაცემული ვაქცინების შესახებ ინფორმაცია აფხაზურ მხარეს არ გაუვრცელებია, მათ შორის ინფორმაცია არც ადგილობრივ მედიაში გახმიანებულა.