ახალი ამბები

ბაღდათში მოხუცი ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს

2 დეკემბერი, 2020 • 912
ბაღდათში მოხუცი ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხუცი ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს. როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა გუშინ, პირველ დეკემბერს მოხდა.

როგორც დაზარალებულების შვილი “მთავარ არხთან” აცხადებს, მის 80 წლის მამას თავდამსხმელებმა თანხის გამოძალვის მიზნით სცემეს და თავში იარაღის კონდახი ჩაარტყეს, მოხუცი კლინიკაშია გადაყვანილი.

დაშავებულის მკურნალი ექიმის განცხადებით, კაცს თავში ინტერცერებრული ჰემატომა აქვს და ამჟამად კონსერვაციულ მკურნალობას გადის. იმ შემთხვევაში კი, თუ ჰემატომის ზომა გაიზრდება, მას ოპერაციის ჩატარება დასჭირდება.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი