ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერი ლიდერების საქმეების განხილვების განახლებას სასამართლოში:
„ეს არის მთელი კამპანია „შედი ქალო ბუტკაში“. ბუტკა ამ შემთხვევაში არის ის პარლამენტი, რომელიც ივანიშვილმა ქართველი ერის ინტერესების საწინააღმდეგოდ დააბრუნა ქუთაისიდან რუსთაველზე. და აბა „ქალი“..?

სააკაშვილის პოსტის სქრინშოტი/ნეტგაზეთი
სააკაშვილის პოსტი გამოხმაურებაა ივანიშვილის 2012 წლის ხუმრობაზე:
პირველი დეკემბრის საღამოს ოპოზიციონერმა ლიდერებმა — გიგი უგულავამ, ნიკა მელიამ, ირაკლი ოქრუაშვილმა — და „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ გამოაცხადეს, რომ სასამართლოში მათ წინააღმდეგ საქმეების განხილვა განახლდა.
მათი ვარაუდით, მათ შესაძლო დაკავებას „სავაჭრო თემად გამოიყენებენ მოლაპარაკებების დროს“.
ვრცლად:
უგულავას, მელიას, ოქრუაშვილის და გვარამიას თქმით, მათი სასამართლოები განაახლეს
გარეკანის ფოტოზე: ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი. ფოტო: მზია საგანელიძე/რადიო თავისუფლება