ახალი ამბები

36 გარდაცვლილი და 3 759 ახალი შემთხვევა – პირველი დეკემბერი

1 დეკემბერი, 2020 • 768
36 გარდაცვლილი და 3 759 ახალი შემთხვევა – პირველი დეკემბერი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 36 ადამიანი. ინფორმაციას მთავრობა ავრცელებს.

მათივე ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 3 574 ადამიანი.

26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 139 343 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 117 560 გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 303 გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 454. მათ შორის, 6 366 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2 744, აჭარაში-997, იმერეთში-1 256.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 003 პირი, მათ შორის, თბილისში-452, აჭარაში-152, იმერეთში-236. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 376 პირი, მათგან თბილისში-185, აჭარაში-56, იმერეთში-44.

3 708 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 243-თბილისში, 1 920-აჭარაში, 266-იმერეთში. 10 380 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინ სივრცეებში მოთავსებულია 1 978 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-456, აჭარაში-1 039, ხოლო იმერეთში-35.

6 ოქტომბრიდან 30 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია-19 442 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 282 ადამიანი, მათ შორის თბილისში-18 787 პირი, აჭარაში-11 362, იმერეთში-5 080

 

მასალების გადაბეჭდვის წესი