ახალი ამბები

“უპასუხისმგებლობაა” — გამყრელიძე ბათუმში მიმდინარე აქციებზე

30 ნოემბერი, 2020 •
“უპასუხისმგებლობაა” — გამყრელიძე ბათუმში მიმდინარე აქციებზე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების ფონზე აჭარაში აქციებისა და შეკრებების გაგრძელებას “უპასუხისმგებლობად” აფასებს.

მისი თქმით, პანდემიის მართვისთვის დაწესებულ შეზღუდვებს ყველა უნდა ემორჩილებოდეს, მათ შორის, პოლიტიკური პროცესიც.

“იმიტომ, რომ სერიოზული პანდემიის წინაშეა მსოფლიო, სერიოზული ზრდა გვაქვს ქვეყანაში ინფიცირების, ამის შეჩერების რამდენიმე მიდგომა არსებობს, ერთ-ერთი არის სწორედ ის შემზღუდველი ღონისძიებები, რაც ქვეყანამ დააწესა. მაგრამ დაწესება ერთია და მისი აღსრულება მეორე. თუ ამას არ აღვასრულებთ და არ გავითავისებთ, რომ ჩვენ თვითონ უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც გვეუბნებიან, ისე არაფერი არ გამოვა”, — განაცხადა გამყრელიძემ.

გუშინ ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვდნენ. აქციაზე ლიდერები ყველაზე ხშირად მოუწოდებდნენ სოციალური დისტანციის დაცვის მოთხოვნისკენ. აჭარის მთავრობის სახლის წინ აქციის მონაწილეებმა სპეციალური სტიკერები გააკრეს, რომელთა შორის მანძილი 2 მეტრი იყო.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/315742/

მასალების გადაბეჭდვის წესი