ახალი ამბები

რუსთავის მერიაში თანამშრომელს ჯანმრთელობის მდგომარეობის ნიშნით დისკრიმინაციულად მოექცნენ — ომბუდსმენი

30 ნოემბერი, 2020 • 1011
რუსთავის მერიაში თანამშრომელს ჯანმრთელობის მდგომარეობის ნიშნით დისკრიმინაციულად მოექცნენ  — ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველმა ჯანმრთელობის მდგომარეობის ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეზე  რუსთავის საქალაქო სასამართლოს წარუდგინა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება.

საქმე ეხება რუსთავის მერიაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დასაქმებულის მიმართ დისკრიმინაციულ ქმედებებს.

“სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელის მიმართ დასაქმების ადგილზე, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში, ხორციელდებოდა დისკრიმინაციული ქმედებები, რომლებიც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდებოდა. დისკრიმინაცია განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, როდესაც მის მიმართ დისციპლინური წარმოება დაიწყო სამსახურში მიმოსვლის წესების დარღვევის საფუძვლით”, — ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა შრომით ურთიერთობებში შევიწროების, როგორც დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმის გამოვლენის ტესტსა და დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებში მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხებზე. გარდა ამისა, ხაზი გაუსვა იმ გავლენებს, რასაც პანდემია დასაქმების ადგილებში თანასწორობის თვალსაზრისით ახდენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი