ახალი ამბებიეკონომიკა

ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9%-ით შემცირდა

30 ნოემბერი, 2020 • 1646
ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9%-ით შემცირდა

2020 წლის ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა წინა წლის ოქტომბერთან შედარებით 3.9%-ით შემცირდა. საქსტატის წინასწარი ინფორმაციითვე, მიმდინარე წლის 10 თვეში ქვეყნის ეკონომიკა 5.1%-ით არის შემცირებული. ყველაზე დიდი შემცირება მე-2 კვარტალში დაფიქსირდა, რა დროსაც მთლიანი შიდა პროდუქტი 13.2%-ით შემცირდა.

2020 წლის ოქტომბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება დაფიქსირდა თითქმის ყველა სექტორში, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების გარდა. იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი 11.1%-ით, იმპორტი კი 16.6%-ით არის შემცირებული.

ოქტომბერში საქართველოში 4 046 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც 2019 წლის ოქტომბერთან შედარებით -4.4%-ია. საქსტატის წინასწარი ინფორმაციით, ოქტომბერში 2.3%-ით შემცირდა დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა და დაახლოებით 7.6 მილიარდი ლარი შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი