ირანელი ბირთვული ფიზიკოსი მოჰსენ ფახრიზადე დღეს თეირანის გარეუბანში, დამავანდში მოკლეს. ინფორმაციას ირანულ საინფორმაციო საშუალებებზე დაყრდნობით Jerusalem Post ავრცელებს.
გარდა აკადემიური საქმიანობისა, პროფესორი ფახრიზადე გახლდათ ირანის რევოლუციის გუშაგთა უფროსი ოფიცერი [ნომინალურად] და ხელმძღვანელობდა ირანის ბირთვულ პროგრამას. მანამდე იგი გახლდათ ირანის ფიზიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი.
თავის მხრივ, Jerusalem Post-ის ცნობით, ირანის ატომური ენერგიის სააგენტო უარყოფს ინფორმაციას რაიმე მსგავსი ინციდენტის შესახებ, სადაც მეცნიერი მოჰსენ ფახრიზადე მონაწილეობდა.
ჯერჯერობით მომხდართან დაკავშირებით ირანის ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ არ გავრცელებულა ოფიციალური განცხადება.







