ახალი ამბები

პარლამენტის პირველი შეკრების დღეს ოპოზიცია ფართომასშტაბიან აქციას აღარ გამართავს

27 ნოემბერი, 2020 • 999
პარლამენტის პირველი შეკრების დღეს ოპოზიცია ფართომასშტაბიან აქციას აღარ გამართავს

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი შეკრების დღეს ოპოზიცია ფართომასშტაბიან აქციას აღარ ჩაატარებს. ამის შესახებ დღეს, “ლელოს” ოფისში შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის წევრებმა განაცხადეს.

“ერთი რამ დადასტურებით შემიძლია ვთქვა, საერთო კონსენსუსი არსებობს – პარლამენტის წინ ხალხმრავალი აქცია არ იგეგმება, ეს შემიძლია დავადასტურო. ტრადიციული გაგებით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქციები არ იქნება”, — განაცხადა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, ოპოზიცია რამდენიმე იდეას განიხილავს და ოპოზიციის გეგმის შესახებ ხვალ, 28 ნოემბერს, “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციის გაფართოებული შეხვედრისას გახდება ცნობილი.

პარალელურად, ოპოზიცია სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას და კორონავირუსთან დაკავშირებულ რეგულაციებსა და ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკიკურ მდგომარეობაზე საუბარს გეგმავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.