ახალი ამბები

“ძალიან გაზრდილია მოთხოვნა და ზოგან ქსელი გადატვირთულია” – ბილაინი

27 ნოემბერი, 2020 • 822
“ძალიან გაზრდილია მოთხოვნა და ზოგან ქსელი გადატვირთულია” – ბილაინი

“ბილაინი” შეფერხებით მუშაობს. ამის შესახებ მომხმარებელთა ნაწილი Facebook-ზე წერს. მათი თქმით, ვერ რეკავენ, ასევე პრობლემაა შემომავალ ზარებთან დაკავშირებითაც.

ნეტგაზეთს კომპანიის პრესსამსახურში უთხრეს, რომ მიზეზი ხაზების გადატვირთვაა. “ძალიან გაზრდილია მოთხოვნა და ზოგგან ქსელი გადატვირთულია” ,- აცხადებენ კომპანიაში.

კითხვაზე, როდის გამოსწორდება ხარვეზი, პრესსამსახურში ამბობენ, რომ შეფერხება მუდმივი არ არის და დამოკიდებულია კონრეტულ ადგილას გარკვეულ მომენტში ხაზების დატვირთვაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი