ახალი ამბები

ტრამპმა თქვა, რომ თეთრ სახლს დატოვებს, თუ კოლეგია ბაიდენს აირჩევს

27 ნოემბერი, 2020 • 838
ტრამპმა თქვა, რომ თეთრ სახლს დატოვებს, თუ კოლეგია ბაიდენს აირჩევს

CNN-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, პირველად განაცხადა, რომ თუ ამომრჩეველთა კოლეგია ჯო ბაიდენს აირჩევს, ოფისს დატოვებს.

“რა თქმა უნდა, და თქვენ ეს იცით”, – ასე უპასუხა ტრამპმა რეპორტიორის კითხვას, დატოვებს თუ არა თეთრ სახლს, თუ 14 დეკემბერს ოფიციალურ გამარჯვებულად ბაიდენი დასახელდება.

“ძალიან რთული იქნება დამარცხების აღიარება იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, დიდ გაყალბება იყო”, – აღნიშნა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, ბაიდენი თუ გამარჯვებულად დასახელდა, ე.ი. საარჩევნო კოლეგიამ შეცდომა დაუშვა, რადგან არჩევნები გაყალბდა.

მანამდე დონალდ ტრამპი არჩეული პრეზიდენტისთვის, ჯო ბაიდენისთვის ძალაუფლების გადაბარების ფორმალური პროცედურის დაწყებას დათანხმდა.

წინასწარი მონაცემებით, ჯო ბაიდენმა საარჩევნო კოლეგიაში 306 ხმა მოიპოვა, დონალდ ტრამპმა კი – 232. საარჩევნო კოლეგიის წევრები 14 დეკემბერს შეიკრიბებიან. აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს გამარჯვებისთვის კოლეგიის წევრთა 270 ხმა სჭირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი