ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

არ გამოვრიცხავ ჟურნალისტიკაში დაბრუნებას – ირმა ინაშვილი

26 ნოემბერი, 2020 •
არ გამოვრიცხავ ჟურნალისტიკაში დაბრუნებას – ირმა ინაშვილი

საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ არ გამორიცხავს ჟურნალისტიკაში დაბრუნებას. მან ამის შესახებ  TV პირველის ეთერში, გადაცემა რეაქციაში ისაუბრა.

“მე ამას სიამოვნებით გავაკეთებ. ამაზე ვფიქრობ. დავბრუნდები ჟურნალისტიკაში და ისეთ ბრძოლას გავმართავ და ისეთ რეჟიმზე გადავალ, თქვენ რომ გახსოვთ ჩემი თავი, როდესაც დაპირისპირებული ვიყავი სააკაშვილის რეჟიმთან. ახლა წავალ საარჩევნო უზურპაციის წინააღმდეგ, წავალ კობახიძეების, პატარ-პატარა უზურპატორების წინააღმდეგ, რომელიც, სამწუხაროდ, შექმნა ბიძინა ივანიშვილმა, როგორც მანკიერი პროდუქტი ქართულ პოლიტიკაში”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

წამყვანის კითხვაზე, შევა თუ არა პატრიოტთა ალიანსი პარლამენტში, ინაშვილმა უპასუხა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ქართულ პარტიებს შორის შედგება მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც მომდევნო არჩევნები გაზაფხულზე დაინიშნება.

პატრიოტთა ალიანსი ბოიკოტს უცხადებს 31 ოქტომრბის არჩევნების შედეგებს და მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი