ახალი ამბები

რა შეზღუდვები წესდება ტრანსპორტის გადაადგილებაზე

26 ნოემბერი, 2020 • 2427
რა შეზღუდვები წესდება ტრანსპორტის გადაადგილებაზე

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, საზოგადოებრივ და საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე შეზღუდვები წესდება.

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით იკრძალება მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის – რკინიგზით, ავტობუსით და სამარშრუტო ტაქსით. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეზღუდვა არ ვრცელდება მსუბუქ ავტომობილებზე, მათ შორის, ტაქსებზე.

ამასთან, დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში, თელავში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში და ზუგდიდში, იკრძალება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.

საზოგაროებრივ და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა დროებით მოიხსნება 24 დეკემბრიდან 2 იანვრის პერიოდში.

მთავრობის განცხადებით, 16-დან 31 იანვრამდე ამ მუნიციპალიტეტებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, თუმცა კვლავ შეიზღუდება შაბათ-კვირას.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საჯარო სივრცეებში ყოფნა ან/და ქვეითად ან სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების აკრძალვა 22:00-ის ნაცვლად, 21:00 საათიდან 5:00 საათამდე იქნება ძალაში.

ვრცლად მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებზე წაიკითხეთ:

მთავრობამ ახალი შეზღუდვების ჩამონათვალი გამოაქვეყნა

მასალების გადაბეჭდვის წესი